Apple Vision Pro-ს ხელმძღვანელი პოლ მიდი კომპანიას ტოვებს და OpenAI-ში გადადის
Apple-ის ვიცე-პრეზიდენტი პოლ მიდი OpenAI-ის აპარატურულ გუნდს უერთდება. ცვლილება Apple-ის შიდა რეორგანიზაციასა და AI მოწყობილობების ბაზარზე კონკურენციის ზრდას უკავშირდება.

Bloomberg-ის ჟურნალისტის, მარკ გურმანის ინფორმაციით, Apple-ის ვიცე-პრეზიდენტი პოლ მიდი, რომელიც Vision Pro-ს ჰედსეტის მიმართულებას ხელმძღვანელობდა, კომპანიას ტოვებს და OpenAI-ის აპარატურული უზრუნველყოფის გუნდს უერთდება. მიდი ასევე კურირებდა ხელოვნური ინტელექტის მხარდაჭერის მქონე ჭკვიანი სათვალეების შემუშავების პროცესს, რომლის ბაზარზე გამოჩენაც მომავალ წელს იგეგმება.ძვირადღირებული Vision Pro-ს გაყიდვები მოლოდინებზე დაბალი აღმოჩნდა, თუმცა Apple იმედოვნებს, რომ უფრო ხელმისაწვდომი ჭკვიანი სათვალეები კომპანიას Meta-სთან კონკურენციაში დაეხმარება. გურმანის შეფასებით, მიდის წასვლა Apple-ის შიდა სტრუქტურულ ცვლილებებს უკავშირდება, კერძოდ კი ჯონ ტერნუსის შესაძლო დაწინაურებას კომპანიის აღმასრულებელ დირექტორად.ტერნუსის გადაწყვეტილებამ, მოეხდინა აპარატურული ინჟინერიის გუნდის რეორგანიზაცია, კომპანიის ზოგიერთ ვიცე-პრეზიდენტში უკმაყოფილება გამოიწვია, რადგან მათ ეს ცვლილებები სტატუსის დაქვეითებად აღიქვეს. OpenAI-სთვის კი ეს მნიშვნელოვანი შენაძენია, რადგან კომპანია უკვე მუშაობს Apple-ის ყოფილ მთავარ დიზაინერთან, ჯონი აივთან ერთად ახალ AI მოწყობილობაზე.OpenAI-ის აღმასრულებელი დირექტორი, სემ ალტმანი აცხადებს, რომ მათი ახალი პროდუქტი iPhone-თან შედარებით უფრო „მშვიდი და წყნარი“ იქნება. მიუხედავად ამისა, გასული წლის შემოდგომაზე გავრცელებული ინფორმაციით, კომპანიას გარკვეული სირთულეები ჰქონდა პროექტის დეტალების სრულყოფასთან დაკავშირებით. TechCrunch-მა კომენტარის მისაღებად Apple-სა და OpenAI-ს უკვე მიმართა.
მსგავსი სტატიები

Deezer ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი მუსიკის გასაფილტრად ახალ ფუნქციას ამატებს
Deezer წლის ბოლომდე ახალ ფუნქციას დაამატებს, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, ძიების შედეგებიდან ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი მუსიკა სრულად გაფილტრონ.

Apate: ხელოვნური ინტელექტის აგენტები, რომლებიც თაღლითებს „აგებინებენ“ თავს მათ გამოსააშკარავებლად
ავსტრალიური სტარტაპი Apate.ai ხელოვნური ინტელექტის აგენტებს თაღლითების წინააღმდეგ იყენებს. აგენტები მსხვერპლის როლს ასრულებენ, რათა კრიმინალების საბანკო ანგარიშები და სხვა მონაცემები მოიპოვონ.

YouTube Music ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი მუსიკისთვის სპეციალურ მარკირებას ნერგავს
YouTube Music-მა ახალი მარკირების სისტემა დანერგა, რომელიც მსმენელებს ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი სიმღერების ამოცნობაში დაეხმარება.