OpenAI-მ ChatGPT-ის პლატფორმაზე GPT-6 მოდელის დანერგვა დაიწყო, რაც მომხმარებლის გამოცდილებას მნიშვნელოვნად ცვლის. აღნიშნული განახლება პირველ ეტაპზე Plus, Pro, Business და Enterprise პაკეტების გამომწერებისთვის იქნება ხელმისაწვდომი.ახალი მოდელის პარალელურად, სისტემაში ჩნდება ინტელექტუალური ინტერფეისი (Intelligent UI), რომელიც პასუხების გაცემის პროცესს უფრო დინამიკურს ხდის. ეს ფუნქცია საშუალებას იძლევა, ტექსტურ პასუხებში ინტეგრირებული იყოს ვიზუალური ელემენტები, გრაფიკები და სხვადასხვა ინტერაქციული ხელსაწყოები.ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტექნიკური გაუმჯობესება ChatGPT-ის მუშაობის სისწრაფეს ეხება. ხელოვნურ ინტელექტს ახლა შეუძლია პასუხის გენერირება დაიწყოს მანამ, სანამ ის სრულად დაასრულებს ინფორმაციის დამუშავებასა და „ფიქრს“. ეს ფუნქციონალი განსაკუთრებით ეფექტურია ვებ-ძიების რეჟიმში მუშაობისას, რაც მომხმარებელს ინფორმაციის უფრო სწრაფად მიღებაში ეხმარება.OpenAI-ს გეგმის მიხედვით, განახლება ეტაპობრივად გავრცელდება. უფასო (Free) და Go ვერსიების მომხმარებლები ახალი ფუნქციებით სარგებლობას ხვალიდან შეძლებენ.