გამომცემლებმა და ცნობილმა მწერალმა, სკოტ ტუროუმ, Google-ის წინააღმდეგ კოლექტიური სარჩელი შეიტანეს. დავის მთავარი მიზეზი კომპანიის მიერ ხელოვნური ინტელექტის მოდელის, Gemini-ს, მოსამზადებლად გამოყენებული ლიტერატურული ნაწარმოებებია.სასამართლოში წარდგენილი საჩივრის თანახმად, ავტორებმა და გამომცემლებმა საკუთარი ნამუშევრები Google-ს მხოლოდ საძიებო სისტემაში ინდექსაციისა და გაყიდვების ხელშეწყობის მიზნით მიაწოდეს. მოსარჩელეები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ეს ნებართვა არ მოიცავდა ხელოვნური ინტელექტის სისტემების წვრთნას.სარჩელში განმარტებულია, რომ ხელოვნური ინტელექტის ე.წ. „სკანერების“ (AI crawlers) დაბლოკვა ვერ დაიცავდა ნაწარმოებებს იმ მეთოდებისგან, რომლებსაც საჩივარი აღწერს. გამომცემლები ამტკიცებენ, რომ Google Books-ში, Play Books-სა და Scholar-ში განთავსებული მასალები Gemini-ს დასატრენინგებლად ყოველგვარი წინასწარი თანხმობის გარეშე იქნა გამოყენებული.ამ დროისთვის სასამართლოს წარდგენილ ბრალდებებზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. დავა კვლავ განხილვის პროცესშია.
მარკეტინგი
Google-ის წინააღმდეგ კოლექტიური სარჩელი შევიდა: Gemini-ს მოსამზადებლად წიგნებს უნებართვოდ იყენებდნენ
Google-ს წინააღმდეგ კოლექტიური სარჩელი შევიდა. გამომცემლები და მწერლები კომპანიას Gemini-ს მოსამზადებლად წიგნების უნებართვო გამოყენებაში ადანაშაულებენ.

