ევროკომისიამ წარადგინა ახალი ინიციატივა, რომლის მიხედვითაც ტექნოლოგიურ გიგანტ Google-ს შესაძლოა საკუთარი საძიებო მონაცემების კონკურენტი საძიებო სისტემებისთვის გაზიარება დაევალოს. ეს წინადადება მიზნად ისახავს ციფრულ ბაზარზე სამართლიანი კონკურენციის ხელშეწყობას და მონოპოლიური მდგომარეობის დაბალანსებას.აღსანიშნავია, რომ მონაცემების მიღების უფლება ექნებათ არა მხოლოდ ტრადიციულ საძიებო სისტემებს, არამედ ხელოვნური ინტელექტის იმ ჩატბოტებსაც, რომლებსაც ძიების ფუნქციონალი გააჩნიათ. აღნიშნული რეგულაცია გავრცელდება ევროკავშირისა (EU) და ევროპის ეკონომიკური ზონის (EEA) ტერიტორიაზე მოქმედ ყველა შესაბამის სუბიექტზე.ამ ეტაპზე წარმოდგენილი ზომები წინასწარი ხასიათისაა და წარმოადგენს ევროკომისიის ხედვას ბაზრის რეგულირებასთან დაკავშირებით. საბოლოო და სავალდებულო გადაწყვეტილება, რომელიც Google-ისთვის იურიდიულად მბოჭავი იქნება, უახლოესი თვეების განმავლობაშია მოსალოდნელი.