ხელოვნური ინტელექტის ბუმი: როგორ აფერხებს მონაცემთა ცენტრების მშენებლობა გზებისა და ხიდების განახლებას
მონაცემთა ცენტრების მასშტაბური მშენებლობა სამშენებლო რესურსებზე კონკურენციას ზრდის, რაც გზების, ხიდებისა და სხვა საჯარო პროექტების შეფერხებას იწვევს.

ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, მონაცემთა ცენტრების მშენებლობა ისეთი ტემპით იზრდება, რომ შესაძლოა, გზების, ხიდებისა და სხვა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას საფრთხე შეუქმნას. Bloomberg-ის ინფორმაციით, ეს ორი სექტორი ერთმანეთს მუშახელისა და რესურსებისთვის ეცილება.
არსებული მონაცემებით, 2025 წელს შტატებისა და ადგილობრივი მთავრობების მიერ გაყიდული ვალის მოცულობამ ზედიზედ მეორე წელია რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. სტრატეგოსები პროგნოზირებენ, რომ მომავალ წელს დამატებით 600 მილიარდი დოლარის ღირებულების ვალი გაიყიდება. ამ თანხის უდიდესი ნაწილი სწორედ ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებას უნდა მოხმარდეს.
ამ ფონზე, აშშ-ის მოსახლეობის აღწერის ბიუროს მონაცემებით, კერძო სექტორის დანახარჯები მონაცემთა ცენტრების მშენებლობაზე წლიურად 41 მილიარდ დოლარს აჭარბებს. ეს მაჩვენებელი თითქმის იდენტურია იმ თანხისა, რასაც შტატებისა და ადგილობრივი მთავრობები სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე ხარჯავენ.
პრობლემას ისიც ამწვავებს, რომ ყველა ეს პროექტი სამშენებლო მუშახელისთვის იბრძვის იმ დროს, როდესაც ინდუსტრია ისედაც კადრების დეფიციტს განიცდის. ამის მიზეზად თანამშრომლების საპენსიო ასაკს და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებას ასახელებენ.
არქიტექტურული და დიზაინის პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელი კომპანია Autodesk-ის აღმასრულებელი დირექტორი, ენდრიუ ანაგნოსტი, Bloomberg-თან საუბარში აცხადებს, რომ „აბსოლუტურად ეჭვგარეშეა“, მონაცემთა ცენტრების მშენებლობა „რესურსებს ართმევს სხვა პროექტებს“. „გარანტიას გაძლევთ, ბევრი [ინფრასტრუქტურული] პროექტი ისე სწრაფად ვერ განხორციელდება, როგორც ხალხს სურს“, - დასძინა მან.
მსგავსი სტატიები

Industrial Next-ი ქარხნის რობოტებისთვის დავალებების შეცვლის დროს კვირებიდან წუთებამდე ამცირებს
სან-ფრანცისკოში დაფუძნებული სტარტაპი Industrial Next-ი, რომელიც Tesla-ს ყოფილმა ინჟინრებმა დააფუძნეს, წარმოების პროცესის რევოლუციას გეგმავს. კომპანია AI-სა და მაღალი სიზუსტის სიმულაციების გამოყენებით რობოტებს უფრო მოქნილს ხდის.

Cerebras-ის ხელმძღვანელი: ახლოვდება მომავალი, როდესაც პერსონალური ხელოვნური ინტელექტი ყველა ოჯახში იქნება
Cerebras-ის აღმასრულებელი დირექტორი ენდრიუ ფელდმანი პროგნოზირებს, რომ მალე პერსონალური AI ასისტენტები ყველა ოჯახში გამოჩნდება და ყოველდღიურ ცხოვრებას მნიშვნელოვნად გაამარტივებს.

Science Corporation-მა მხედველობის აღმდგენი ჩიპი შტარგარდტის დაავადების მქონე პირველ პაციენტს ჩაუნერგა
Science Corporation-მა წარმატებით ჩაუნერგა PRIMA ჩიპი შტარგარდტის დაავადების მქონე პაციენტს. ინოვაციური ტექნოლოგია ადამიანებს მხედველობის აღდგენაში ეხმარება.