Nvidia-ს დირექტორთა საბჭომ კვირას გამოაცხადა, რომ იწყებს დამოუკიდებელ გამოძიებას გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, რომლის თანახმადაც კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, ჯენსენ ჰუანი, ჩინეთის სადაზვერვო ოპერაციის სამიზნე გახდა. პარალელურად, Nvidia-მ გამოაქვეყნა ჰუანის მიერ კომპანიისთვის გაგზავნილი შეტყობინება, სადაც ის აღიარებს ურთიერთობას ელის ჰუანთან — სინგაპურში ბაზირებული ჩიპების მწარმოებელი კომპანია Megaspeed-ის ყოფილ ხელმძღვანელთან (თუმცა წერილში მისი სახელი პირდაპირ ნახსენები არ არის).მიმდინარე წლის დასაწყისში აშშ-ის პოლიტიკის შემმუშავებლებს შორის გავრცელებული მემორანდუმის თანახმად, ელის ჰუანი ჩინეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამინისტრომ Nvidia-ს აღმასრულებელ დირექტორზე ჯაშუშობის მიზნით გადაიბირა. „ბოდიშს ვუხდი ჩემს ოჯახს და თითოეულ თქვენგანს,“ — წერს ჯენსენ ჰუანი. „მე ვუღალატე მეუღლეს. ჩემმა ქმედებებმა ტკივილი მიაყენა მას და ჩვენს შვილებს. ჩემს საქციელს გამართლება არ აქვს და ამის გამო ღრმად ვწუხვარ.“ჰუანმა ასევე აღნიშნა, რომ მან ვერ შეასრულა კომპანიის წინაშე არსებული პასუხისმგებლობა. „ჩემს კოლეგებს NVIDIA-ში, მათ შორის მათ, ვისთან ერთადაც ათწლეულების განმავლობაში ვმუშაობდი, ასევე ჩვენს საბჭოს, პარტნიორებსა და აქციონერებს მთელ მსოფლიოში: თქვენ ჩემგან მეტს იმსახურებთ,“ — განაცხადა მან.ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის ხელოვნური ინტელექტის სფეროში მზარდი კონკურენციის ფონზე, ჩიპები, განსაკუთრებით კი Nvidia-ს პროდუქცია, მთავარ ფოკუსში მოექცა. აღსანიშნავია, რომ ჰუანს მჭიდრო ურთიერთობა აქვს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან, რომელიც ხელოვნური ინტელექტის (ან „სუპერინტელექტის“) ინდუსტრიის აქტიური მხარდამჭერია.Nvidia-ს საბჭოს განცხადებით, ამ ეტაპზე „არ არსებობს საფუძველი იმისა, რომ დავიჯეროთ“ ეროვნული უსაფრთხოების ან კომპანიის საიდუმლოებების გამჟღავნება. საბჭომ ასევე აღნიშნა, რომ ჰუანი „სრულად უჭერს მხარს შემოწმებას და მზად არის ითანამშრომლოს მასთან“, ხოლო თავად საბჭო კვლავ ინარჩუნებს ნდობას ჯენსენისა და მისი მენეჯმენტის მიმართ.გამოძიებას დამოუკიდებელი დირექტორები გარე იურიდიულ მრჩევლებთან ერთად ჩაატარებენ. მანამდე, აღმასრულებელ დირექტორსა და ელის ჰუანს შორის არსებულ ურთიერთობაზე გავრცელებულ ცნობებთან დაკავშირებით, Nvidia აცხადებდა, რომ მათი კომუნიკაცია „არაჩვეულებრივი“ არ ყოფილა და კომპანია კლიენტებს საიდუმლო ინფორმაციას არ უზიარებს. ხელოვნური ინტელექტის ბუმში ჩართულმა სხვა კომპანიებმაც გააფრთხილეს თანამშრომლები, რომ სიფრთხილე გამოიჩინონ შესაძლო ჯაშუშების მიმართ, რომლებიც ხშირად სექსუალურ ან რომანტიკულ კავშირებს იყენებენ.