OpenAI-ის ვებ-კრაულინგის აქტივობა მკვეთრად გაიზარდა 2025 წლის აგვისტოში GPT-5-ის ოფიციალური გაშვების შემდეგ. არსებული მონაცემების მიხედვით, ბოტების მიერ ვებგვერდების სკანირების ინტენსივობა დაახლოებით სამჯერ აღემატება წინა პერიოდის მაჩვენებლებს.მნიშვნელოვანი ცვლილება შეინიშნება OpenAI-ის სხვადასხვა ბოტების აქტივობაშიც. კერძოდ, OAI-SearchBot ამჟამად უფრო მეტ ლოგ-ივენთს (log events) აგენერირებს, ვიდრე GPTBot. ეს ფაქტი პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ OpenAI-ის ძიების ფუნქციონალთან (ChatGPT search) დაკავშირებული აქტივობა სულ უფრო მეტად დომინირებს და კომპანია აქტიურად ცდილობს ინფორმაციის რეალურ დროში მოპოვებას.სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს, რომ OAI-SearchBot-ის აქტივობის ყველაზე დიდი ზრდა დაფიქსირდა ჯანდაცვისა და მედია/საგამომცემლო სფეროების ვებგვერდებზე. მიუხედავად იმისა, რომ წარმოდგენილი მონაცემები მეტწილად ენტერპრაიზ (enterprise) დონის საიტებს ეხება, ტენდენცია ნათლად ასახავს OpenAI-ის სტრატეგიას მონაცემთა მოპოვების მიმართულებით.