Rank Math-ის წინააღმდეგ ახალი ბრალდებები გავრცელდა, რომლის მიხედვითაც პლაგინმა დანერგა ფუნქციონალი, რომელიც კომპანიას WordPress-ის საიტებზე ადმინისტრატორის დონის უფლებებს ფარულად ანიჭებს. აღნიშნული წვდომა მაშინ აქტიურდება, როდესაც მომხმარებელი Rank Math-ს აინსტალირებს და პლაგინის დახმარებისა და მხარდაჭერის (Help & Support) განყოფილებაში გადადის.გავრცელებული ინფორმაციით, ეს პროცესი ყოველგვარი თანხმობისა თუ შეტყობინების გარეშე მიმდინარეობს. SEO პლაგინის, The SEO Framework-ის დეველოპერმა ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, სადაც განმარტავს, რომ Rank Math-ის Help & Support სექციის გახსნისას პლაგინი ავტომატურად ქმნის WordPress Application Password-ს. ეს პაროლი პირდაპირ უკავშირდება იმ მომხმარებელს, რომელიც მოცემულ მომენტში დახმარების განყოფილებას იყენებს.შესაბამისად, თუ მომხმარებელს, რომელიც პლაგინის ადმინისტრირების ზონაში იმყოფება, აქვს ადმინისტრატორის სტატუსი, შექმნილი აპლიკაციის პაროლიც მას ადმინისტრატორის დონის წვდომას ანიჭებს. ეს ნიშნავს, რომ გარე პირებს შეუძლიათ საიტზე სრული კონტროლის მოპოვება მომხმარებლის ინფორმირების გარეშე.