სან-ფრანცისკოს ერთ-ერთ ძვირადღირებულ მედიტერანულ რესტორანში OpenAI-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, სემ ალტმანმა, ტექნოლოგიური მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრის მთავარი მიზანი კომპანიის სამომავლო გეგმების განხილვა იყო.
ალტმანმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა კომპანიის მიერ Apple-ის ყოფილ დიზაინერ ჯონი აივთან ერთად შემუშავებულ ახალ AI მოწყობილობაზე. „ჩვენ ვქმნით ისეთ ლამაზ მოწყობილობას, რომ თუ ვინმე მას ქეისში ჩადებს, პირადად გავეკიდები



