ხელოვნური ინტელექტის სფეროში მოქმედი კომპანია Anthropic-ი, მიუხედავად ბაზარზე არსებული რისკებისა, აქციების საჯარო განთავსების (IPO) გეგმას არ ცვლის. Nasdaq-ის ბოლო პერიოდის ერთ-ერთი უმსხვილესი ვარდნისა და AI ბუმის ცენტრში მყოფი ერთ-ერთი აღმასრულებელი დირექტორის გარშემო ატეხილი სკანდალის ფონზე, კომპანია მაინც აგრძელებს სვლას საფონდო ბირჟისკენ.The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, Anthropic-ი მიმდინარე კვირაში შეფასების დიაპაზონის დადგენას აპირებს, ხოლო ვაჭრობის დაწყება მომავალი კვირის ხუთშაბათს ან პარასკევს იგეგმება. ინვესტორები ამ პროცესს ყურადღებით აკვირდებიან, რადგან Anthropic-ის საბაზრო ღირებულება ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიის სიძლიერის ინდიკატორი იქნება.ამჟამად ზოგიერთი ინსტიტუციონალური ინვესტორი კომპანიის 1.5 ტრილიონი დოლარის ნიშნულზე დაბლა შეფასებას ითხოვს. აღსანიშნავია, რომ ეს ციფრი თავისთავად ნაკლებია იმ 2 ტრილიონ დოლარზე, რომელიც რამდენიმე თვის წინ განიხილებოდა.Anthropic-ის მთავარი კონკურენტი, OpenAI, გასულ კვირას 1.25 ტრილიონ დოლარად შეფასდა. ChatGPT-ის შემქმნელმა კომპანიამ 11 მილიარდი დოლარის ახალი კაპიტალის მოზიდვა შეძლო, რაც თავდაპირველად დაგეგმილ 20 მილიარდ დოლარზე ნაკლები აღმოჩნდა.
ხელოვნური ინტელექტი
Anthropic-ი აქციების საჯარო განთავსებას (IPO) გეგმავს: რა მოლოდინები აქვთ ინვესტორებს?
Anthropic-ი, ბაზარზე არსებული რყევების მიუხედავად, IPO-სთვის ემზადება. კომპანია მომავალ კვირას გეგმავს ვაჭრობის დაწყებას, რაც AI ინდუსტრიის სიძლიერის ტესტი იქნება.



