ხელოვნური ინტელექტის სფეროში Apple-ი კონკურენტებთან შედარებით მნიშვნელოვნად ჩამორჩება. Bloomberg-ის რედაქტორისა და Apple-ის ექსპერტის, მარკ გურმანის ინფორმაციით, კომპანია Siri-ის გასაუმჯობესებლად Google-თან თანამშრომლობის შესაძლებლობას განიხილავს.
საინტერესოა, რომ Apple, რომელიც სმარტფონების ბაზარზე Google-ის პირდაპირი კონკურენტია, იძულებულია გარე კომპანიების ტექნოლოგიებზე იფიქროს. მანამდე კომპანიამ მსგავსი მოლაპარაკებები OpenAI-სთან და Anthropic-თან გამართა.
წყაროს ცნობით, Google-მა უკვე დაიწყო სპეციალური მოდელის შემუშავება, რომელიც Apple-ის სერვერებზე იმუშავებს. თუმცა, Apple-ს საბოლოო გადაწყვეტილება პარტნიორის შერჩევასთან დაკავშირებით ჯერ არ მიუღია და ეს პროცესი კიდევ რამდენიმე კვირა გაგრძელდება.



