Google Discover-ის პლატფორმაზე ახალი ფუნქციის ტესტირება დაიწყო, რომელიც მომხმარებლებს კონკრეტულ თემებში უფრო ღრმად ჩახედვის საშუალებას აძლევს. ღილაკი სახელწოდებით „Dive deeper“ (ჩაუღრმავდი) თავდაპირველად ვიდეო კონტენტზე გამოჩნდება და მომხმარებელს დამატებით ინფორმაციას შესთავაზებს.ამ ახალ ფუნქციაზე დაჭერისას იხსნება მოკლე თემატური მიმოხილვა, რომელიც მოიცავს ბმულებს მსგავს და დაკავშირებულ ისტორიებთან. Google-ის განმარტებით, ტესტირება ამ ეტაპზე მხოლოდ ვიდეო ფორმატის კონტენტს მოიცავს, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ნანახი მასალის შესახებ უფრო ვრცელი კონტექსტი მიიღოს.Google-ის წარმომადგენლის, რობი სტაინის (Robby Stein) განცხადებით, ამ სიახლის მთავარი მიზანია, ინტერნეტში არსებული დაკავშირებული ვებ-კონტენტის პოვნა მომხმარებლებისთვის ბევრად უფრო მარტივი და კომფორტული გახდეს. ფუნქცია ორიენტირებულია ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდაზე Discover-ის არხში.