ილონ მასკისთვის ტესლას ახალი ანაზღაურების პაკეტი 1 ტრილიონ დოლარს აღწევს
ტესლა ილონ მასკს ახალ, 1 ტრილიონ დოლარამდე ღირებულების კომპენსაციის პაკეტს სთავაზობს, რომელიც კომპანიის საბაზრო ღირებულების მნიშვნელოვან ზრდას უკავშირდება.

ტესლამ თავისი გენერალური დირექტორის, ილონ მასკისთვის ახალი, 10-წლიანი ანაზღაურების პაკეტი წარადგინა, რომელიც პოტენციურად 1 ტრილიონ დოლარამდე შეიძლება გაიზარდოს. ეს წინადადება იმ პერიოდში გაჟღერდა, როდესაც კომპანიის ელექტრომობილების ბიზნესი გარკვეულ სირთულეებს განიცდის, ხოლო ფოკუსი ჰუმანოიდურ რობოტიკასა და ხელოვნურ ინტელექტზე გადადის.
ახალი კომპენსაციის გეგმა რამდენიმე მნიშვნელოვან ნიშნულზეა მიბმული, რომელთაგან ერთ-ერთი ტესლას საბაზრო ღირებულების 1 ტრილიონიდან 8 ტრილიონ დოლარამდე გაზრდას ითვალისწინებს. გეგმის მიხედვით, მასკი კომპანიაში დამატებით 423 მილიონზე მეტ აქციას მიიღებს, რაც მის კონტროლს დაახლოებით 25%-მდე გაზრდის.
აღსანიშნავია, რომ მასკმა ადრე ტესლას დატოვებით დაიმუქრა, თუ მას მეტ ხმის უფლებას არ მიანიჭებდნენ. ახალი წინადადება აქციონერთა ყოველწლიურ კრებაზე დაიდება კენჭისყრაზე, რომელიც წლის ბოლოს არის დაგეგმილი.
ეს გეგმა წარმოდგენილია დელავერის შტატის მოსამართლის მიერ უარყოფილი 29 მილიარდიანი კომპენსაციის პაკეტის გაუქმებიდან ერთი თვის შემდეგ. ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიაში წარდგენილ დოკუმენტში ტესლა აცხადებს, რომ მსოფლიო „კრიტიკულ გარდამტეხ მომენტში" იმყოფება და კომპანიას შეუძლია „მდგრადი სიუხვის" ეპოქის დაწყება ინოვაციური და ხელმისაწვდომი ტექნოლოგიების მასშტაბური დანერგვით.
კომპანიის განცხადებით, „ტესლას შეუძლია ხელი შეუწყოს ისეთი საზოგადოების ჩამოყალიბებას, სადაც ავტონომიური საქონელი და მომსახურება დემოკრატიზებული იქნება". ტესლა ასევე აღნიშნავს, რომ მასკის „უნიკალური ხედვა" სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამ „კრიტიკული მომენტის" გადასალახად.
მსგავსი სტატიები

ილონ მასკის The Boring Company შესაძლოა 20 მილიარდ დოლარად შეფასდეს: კომპანია ახალ ინვესტიციებს იზიდავს
ილონ მასკის სტარტაპი The Boring Company 4 მილიარდი დოლარის მოზიდვას გეგმავს, რის შედეგადაც მისი ღირებულება 20 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება.

Waymo შესაძლოა Uber-თან პარტნიორობის გაწყვეტას გეგმავდეს
Waymo Uber-თან პარტნიორობის გაწყვეტას გეგმავს. კომპანია აპირებს ოსტინსა და ატლანტაში რობოტაქსების მომსახურება 2028 წლიდან საკუთარი აპლიკაციით შესთავაზოს მომხმარებლებს.

SpaceX-მა მესამე თაობის Starlink-ის თანამგზავრები გაუშვა, თუმცა ბუსტერმა მორიგი ავარია განიცადა
SpaceX-მა მესამე თაობის Starlink-ის თანამგზავრები წარმატებით გაუშვა, თუმცა Super Heavy ბუსტერმა მექსიკის ყურეში დაშვებისას მორიგი მარცხი განიცადა.