ხელოვნური ინტელექტის წამყვანმა კომპანიამ OpenAI-მ მნიშვნელოვანი გაფრთხილება გაავრცელა სპეციალური დანიშნულების საინვესტიციო კომპანიების (SPV) და სხვა არაავტორიზებული საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ.
კომპანიის ოფიციალურ ბლოგში გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ინვესტორებმა სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ იმ ფირმების მიმართ, რომლებიც აცხადებენ, რომ აქვთ წვდომა OpenAI-ის აქციებზე, განსაკუთრებით SPV-ების მეშვეობით.
OpenAI-ის განმარტებით, მართალია ყველა შეთავაზება არ არის პრობლემური, თუმცა ზოგიერთი ფირმა შესაძლოა ცდილობდეს კომპანიის მიერ დაწესებული ტრანსფერის შეზღუდვების გვერდის ავლას. ასეთ შემთხვევაში, გაყიდვა არ იქნება აღიარებული და ინვესტორებისთვის არანაირ ეკონომიკურ ღირებულებას არ წარმოადგენს.
Business Insider-ის ცნობით, OpenAI არ არის ერთადერთი AI კომპანია, რომელიც SPV-ების წინააღმდეგ გამოდის. Anthropic-მა Menlo Ventures-ს უკვე აცნობა, რომ მომავალ საინვესტიციო რაუნდში მონაწილეობისთვის მხოლოდ საკუთარი კაპიტალის გამოყენება მოუწევს, SPV-ს კი ვერ გამოიყენებს.
ინვესტორები სულ უფრო ხშირად იყენებენ SPV-ებს, როგორც ცხელ AI სტარტაპებში ინვესტირების საშუალებას, რაც სხვა ვენჩურული კაპიტალისტების კრიტიკას იწვევს, რომლებიც მათ „ტურისტ გულუბრყვილოებად" მოიხსენიებენ.



