Andreessen Horowitz-ის ყოფილმა ინვესტორმა, ქეითი ჰაუნმა, ორშაბათს გავრცელებულ პრესრელიზში დაადასტურა, რომ მისმა კომპანიამ ახალი ფონდებისთვის 1 მილიარდი დოლარი მოიზიდა. აღნიშნული კაპიტალი მოხმარდება ფირმის ძირითადი სტრატეგიის განხორციელებას, რაც კრიპტო და ბლოკჩეინ ინდუსტრიების მხარდაჭერას გულისხმობს.Bloomberg-ის ინფორმაციით, მოზიდული თანხები გადანაწილდება როგორც ადრეულ, ისე გვიან ეტაპზე მყოფ სტარტაპებზე. კრიპტო და ბლოკჩეინ სექტორის ფარგლებში, ფონდი განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს ისეთ პროექტებს, რომლებიც ორიენტირებულნი არიან ალტერნატიულ აქტივებზე (მაგალითად, ოქრო და სხვა ნედლეული), აგენტურ ეკონომიკასა (agentic economy) და ფინანსურ მომსახურებაზე.კომპანია გეგმავს, რომ მოზიდული რესურსი მომდევნო ორი-სამი წლის განმავლობაში გლობალური მასშტაბით დააბანდოს. ქეითი ჰაუნმა a16z 2021 წლის მიწურულს დატოვა, საკუთარი ვენჩურული ფირმა კი მალევე, 2022 წელს დააფუძნა.PitchBook-ის შეფასებით, ჰაუნის ფირმა ამჟამად 2 მილიარდ დოლარზე მეტ აქტივს მართავს. მის საინვესტიციო პორტფელში უკვე ფიგურირებს ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები, როგორიცაა პალმერ ლაკის Erebor Bank და კრიპტო-ფინანსური ტექნოლოგიების კომპანია Ellipsis Labs.
სტარტაპი
ქეითი ჰაუნმა კრიპტო და ბლოკჩეინ სტარტაპებისთვის 1 მილიარდი დოლარი მოიზიდა
Andreessen Horowitz-ის ყოფილმა პარტნიორმა, ქეითი ჰაუნმა, ახალი ვენჩურული ფონდებისთვის 1 მილიარდი დოლარი მოიზიდა, რომელიც კრიპტო და ბლოკჩეინ სტარტაპების განვითარებას მოხმარდება.



