კრიპტოვალუტის ბირჟა FTX-ის თანადამფუძნებელმა, სემ ბენკმენ-ფრიდმა, პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეწყალების თხოვნით ოფიციალურად მიმართა. იუსტიციის დეპარტამენტის შეწყალების საკითხთა ოფისის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, შესაბამისი განაცხადი უკვე დარეგისტრირებულია.ბენკმენ-ფრიდი ამჟამად 25-წლიან პატიმრობას იხდის. მას სასჯელი 2024 წელს, მასშტაბური თაღლითობისა და ფულის გათეთრების ბრალდებით გამოტანილი განაჩენის საფუძველზე შეეფარდა. შეწყალების მოთხოვნის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად Bloomberg News-მა გაავრცელა.დონალდ ტრამპმა თავისი მეორე საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში უკვე ასობით ადამიანი შეიწყალა. მიუხედავად იმისა, რომ შეწყალებულთა უმეტესობა 6 იანვრის კაპიტოლიუმის მოვლენების მონაწილეა, მნიშვნელოვანი ნაწილი ფინანსური თაღლითობისთვის მსჯავრდებულებზე მოდის.NBC News-ის მიერ იანვარში ჩატარებული ანალიზი აჩვენებს, რომ გაცემული ინდივიდუალური შეწყალებების ნახევარზე მეტი ეხებოდა პირებს, რომლებმაც ისეთი „თეთრსაყელოიანი“ დანაშაულები ჩაიდინეს, როგორიცაა ფულის გათეთრება, საბანკო თაღლითობა და ელექტრონული თაღლითობა (wire fraud).ტრამპმა ასევე შეიწყალა არაერთი პირი, რომლებსაც მისი პოლიტიკური კამპანიებისთვის დიდი მოცულობის შემოწირულებები ჰქონდათ გაღებული. Bloomberg-ის მონაცემებით, იმ პირთაგან, ვინც პრეზიდენტმა შეიწყალა, მხოლოდ მცირე ნაწილმა გაიარა იუსტიციის დეპარტამენტში ოფიციალური განაცხადის წარდგენის პროცედურა.
კრიპტო
სემ ბენკმენ-ფრიდმა დონალდ ტრამპს შეწყალების თხოვნით ოფიციალურად მიმართა
FTX-ის დამფუძნებელმა სემ ბენკმენ-ფრიდმა, რომელიც თაღლითობისთვის 25-წლიან სასჯელს იხდის, პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეწყალების თხოვნით ოფიციალურად მიმართა.



