Bloomberg-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფინანსური ტექნოლოგიების გიგანტმა Stripe-მა დაასრულა მოლაპარაკებები ხელოვნური ინტელექტის პლატფორმა OpenRouter-ის შესაძენად. აღნიშნული პლატფორმა მომხმარებლებს ეხმარება სხვადასხვა AI მოდელის შერჩევაში კონკრეტული ამოცანების, საჭიროებებისა და ბიუჯეტის მიხედვით.მიმდინარე წლის მაისში კომპანიამ განაცხადა, რომ B სერიის დაფინანსების ფარგლებში 113 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა, რის შედეგადაც მისი საბაზრო ღირებულება 1.3 მილიარდ დოლარად შეფასდა. ინვესტორებს შორის არიან ისეთი მსხვილი ვენჩურული ფონდები, როგორიცაა Sequoia, Andreessen Horowitz, Menlo Ventures და Alphabet-ის შვილობილი Capital G.OpenRouter-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ალექს ატალამ, კომპანია „ხელოვნური ინტელექტის Stripe-ად“ დაახასიათა. ეს შედარება განპირობებულია იმით, რომ პლატფორმა მომხმარებლებს სთავაზობს წვდომის ერთიან წერტილს სხვადასხვა სისტემებისთვის და იცავს მათ ერთი კონკრეტული მომწოდებლისგან დამოკიდებულებისგან (lock-in). სტარტაპის მონაცემებით, მას გლობალურად 8 მილიონი მომხმარებელი ჰყავს და წვდომას უზრუნველყოფს 400-ზე მეტ სხვადასხვა მოდელზე.გასულ თვეში The Wall Street Journal-ი უკვე წერდა Stripe-სა და OpenRouter-ს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ. Bloomberg-ის ბოლო მონაცემებით კი, მხარეები შეთანხმდნენ გარიგებაზე, რომლის ღირებულებაც 7 მილიარდ დოლარს აჭარბებს. Stripe-ის წარმომადგენელმა TechCrunch-თან საუბრისას აღნიშნა, რომ კომპანია ჭორებსა და ვარაუდებზე კომენტარს არ აკეთებს.