Wikipedia-მ სტატიების წერისას ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაზე შეზღუდვები დააწესა
Wikipedia-მ რედაქტორებს ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ტექსტების გამოყენება აუკრძალა. ახალი პოლიტიკა მკაცრად ზღუდავს სტატიების AI-ით წერასა და გადამუშავებას.

ხელოვნური ინტელექტის (AI) აქტიური ინტეგრაცია სარედაქციო და მედია სფეროებში ვებგვერდებს აიძულებს, მისი გამოყენების მკაფიო წესები შეიმუშაონ. მიმდინარე კვირას Wikipedia-მ რედაქტორებს ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ტექსტების გამოყენება აუკრძალა, თუმცა პლატფორმის სარედაქციო პროცესებიდან AI სრულად არ განუდევნია.პოლიტიკის ბოლო ცვლილების თანახმად, საიტზე მითითებულია, რომ „სტატიის შინაარსის შესაქმნელად ან გადასამუშავებლად დიდი ენობრივი მოდელების (LLM) გამოყენება აკრძალულია“. აღნიშნული ფორმულირება აზუსტებს და განმარტავს მანამდე არსებულ ბუნდოვან წესს, რომლის მიხედვითაც, LLM-ები „არ უნდა ყოფილიყო გამოყენებული Wikipedia-ს ახალი სტატიების ნულიდან შესაქმნელად“.Wikipedia-ს სტატიებში ხელოვნური ინტელექტის გამოყენება დავის საგნად იქცა რედაქტორთა ფართო, მოხალისეობრივ საზოგადოებაში. გამოცემა 404 Media-ს ინფორმაციით, ახალ პოლიტიკას, რომელიც კენჭისყრაზე თავად რედაქტორებმა გაიტანეს, ხმათა უმრავლესობამ დაუჭირა მხარი — 40 მომხრე 2-ის წინააღმდეგ.მიუხედავად მკაცრი შეზღუდვისა, ახალი წესები გარკვეულ სივრცეს მაინც ტოვებს სარედაქციო პროცესებში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებისთვის. „რედაქტორებს ეძლევათ უფლება, გამოიყენონ დიდი ენობრივი მოდელები საკუთარი ნაწერის საბაზისო კორექტურისთვის (copyedit) და მიღებული რეკომენდაციები ადამიანის მიერ გადამოწმების შემდეგ ასახონ სტატიაში, იმ პირობით, რომ LLM ტექსტში საკუთარ შინაარსობრივ ელემენტებს არ დაამატებს“, — ნათქვამია ახალ პოლიტიკაში.დოკუმენტში ასევე ხაზგასმით არის აღნიშნული სიფრთხილის აუცილებლობა, რადგან დიდ ენობრივ მოდელებს შეუძლიათ გასცდნენ მოთხოვნის ფარგლებს და ისე შეცვალონ ტექსტის აზრი, რომ იგი აღარ შეესაბამებოდეს მითითებულ წყაროებს.
მსგავსი სტატიები

Industrial Next-ი ქარხნის რობოტებისთვის დავალებების შეცვლის დროს კვირებიდან წუთებამდე ამცირებს
სან-ფრანცისკოში დაფუძნებული სტარტაპი Industrial Next-ი, რომელიც Tesla-ს ყოფილმა ინჟინრებმა დააფუძნეს, წარმოების პროცესის რევოლუციას გეგმავს. კომპანია AI-სა და მაღალი სიზუსტის სიმულაციების გამოყენებით რობოტებს უფრო მოქნილს ხდის.

Cerebras-ის ხელმძღვანელი: ახლოვდება მომავალი, როდესაც პერსონალური ხელოვნური ინტელექტი ყველა ოჯახში იქნება
Cerebras-ის აღმასრულებელი დირექტორი ენდრიუ ფელდმანი პროგნოზირებს, რომ მალე პერსონალური AI ასისტენტები ყველა ოჯახში გამოჩნდება და ყოველდღიურ ცხოვრებას მნიშვნელოვნად გაამარტივებს.

Science Corporation-მა მხედველობის აღმდგენი ჩიპი შტარგარდტის დაავადების მქონე პირველ პაციენტს ჩაუნერგა
Science Corporation-მა წარმატებით ჩაუნერგა PRIMA ჩიპი შტარგარდტის დაავადების მქონე პაციენტს. ინოვაციური ტექნოლოგია ადამიანებს მხედველობის აღდგენაში ეხმარება.