აქციონერები Uber-ის დირექტორთა საბჭოს სექსუალური ძალადობისა და უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო უჩივიან
Uber-ის აქციონერები კომპანიის ხელმძღვანელობას უსაფრთხოების ნორმების უგულებელყოფასა და სექსუალური ძალადობის შემთხვევების დაშვებაში ადანაშაულებენ.

დეტროიტის საპენსიო ფონდის მიერ ინიცირებული სასამართლო სარჩელი Uber-ის ხელმძღვანელობასა და მის დირექტორთა საბჭოს უსაფრთხოებისა და რეგულაციების დაცვის ნაცვლად, მოგების პრიორიტეტულად ქცევაში ადანაშაულებს. მოსარჩელეთა მტკიცებით, მსგავსმა გადაწყვეტილებებმა კომპანია და მისი აქციონერები სერიოზული რისკების წინაშე დააყენა.
ორშაბათს, სან-ფრანცისკოში, კალიფორნიის ჩრდილოეთ ოლქის ფედერალურ სასამართლოში შეტანილ სარჩელში აღნიშნულია, რომ Uber რეგულაციების „სერიული დამრღვევია“, რომელიც შეგნებულად უგულებელყოფდა დადგენილ ნორმებს. საჩივრის თანახმად, შესაბამისობის კულტურის ნაკლებობამ გამოიწვია ათასობით სასამართლო დავა მსხვერპლთა მხრიდან, რომლებიც მძღოლების მხრიდან სექსუალურ ძალადობასა და შევიწროებაზე მიუთითებენ.
სარჩელში, სადაც მოპასუხედ აღმასრულებელი დირექტორი დარა ხოსროშაჰიც არის დასახელებული, ნათქვამია, რომ საბჭოს წევრებმა დაარღვიეს თავიანთი ფიდუციური ვალდებულება კომპანიისა და აქციონერების წინაშე. მათ უგულებელყვეს არაერთი გაფრთხილება უსაფრთხოებისა და რეგულაციების დაცვის მექანიზმების ხარვეზების შესახებ.
მოსარჩელე მხარე მოითხოვს, რომ Uber-ის ლიდერებმა კომპანიას მიყენებული ზიანი პირადი სახსრებით აუნაზღაურონ, დააბრუნონ მიღებული კომპენსაციების ნაწილი და დანერგონ ზედამხედველობისა და კონტროლის უფრო მკაცრი ზომები.
Uber-მა ბრალდებები კატეგორიულად უარყო. კომპანიის წარმომადგენლის მიერ ელექტრონული ფოსტით გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია:
„ეს სარჩელი უგულებელყოფს მნიშვნელოვან ფაქტებს და ეფუძნება მცდარ, შეცდომაში შემყვან ნარატივებს სხვა უსაფუძვლო დავებიდან, რომლებსაც ჩვენ უკვე გავეცით პასუხი საჯაროდ და სასამართლო დარბაზში“.
Uber-ის მსგავსი კომპანიებისთვის წარმოებული სარჩელები (derivative lawsuits), როდესაც აქციონერი კორპორაციის სახელით უჩივის მის დირექტორებს, იშვიათობას არ წარმოადგენს. მაგალითად, მიმდინარე წელს მსგავსი სამართლებრივი დავები Adobe-ს, Apple-ისა და Intel-ის წინააღმდეგაც დაიწყო.
მსგავსი სტატიები

სათვალთვალო სისტემების მწარმოებელი კომპანია Flock პერსონალს ამცირებს: მიზეზი კონფიდენციალურობასთან დაკავშირებული მზარდი პროტესტია
სათვალთვალო კამერების მწარმოებელი Flock პერსონალს 18%-ით ამცირებს. კომპანია მზარდი კრიტიკის წინაშეა მასობრივი თვალთვალისა და უსაფრთხოების ხარვეზების გამო.

Tesla ევროპაში „Full Self-Driving“-ს სახელს უცვლის: სისტემას „Tesla Assisted Driving“ დაერქმევა
Tesla-მ ევროპაში მძღოლის დამხმარე სისტემას სახელი შეუცვალა. გერმანიის ტრანსპორტის სამინისტროსთან კონსულტაციების შემდეგ, სისტემას „Tesla Assisted Driving“ ეწოდა.

Uber და ჩინური Pony.ai ლონდონში რობოტაქსების სერვისის გაშვებას გეგმავენ
Uber-ი და ჩინური Pony.ai ლონდონში რობოტაქსების სერვისს უშვებენ. პროექტი 2026 წლისთვის მსოფლიოს 15 ქალაქში ავტონომიური ტრანსპორტის დანერგვის გლობალური გეგმის ნაწილია.