Ford-ი და SK On-ი 11.4-მილიარდიან ერთობლივ საწარმოს შლიან და ბატარეების ქარხნებს ინაწილებენ
Ford-ი და სამხრეთკორეული SK On-ი ბატარეების წარმოების ერთობლივ საწარმოს შლიან. 11.4-მილიარდიანი პროექტი კენტუკისა და ტენესის ქარხნების გაყოფით სრულდება.

ავტომწარმოებელი Ford-ი და სამხრეთკორეული კომპანია SK On-ი, რომელიც ბატარეებს აწარმოებს, ოთხი წლის წინ დაწყებულ ერთობლივ საწარმოს ასრულებენ. ამის შესახებ SK On-მა, რომელიც SK Innovation-ის შვილობილი კომპანიაა, ხუთშაბათს განაცხადა.
თავდაპირველი შეთანხმება 11.4 მილიარდი დოლარის ინვესტიციას ითვალისწინებდა ტენესისა და კენტუკის შტატებში ქარხნების ასაშენებლად. ეს ქარხნები F-სერიის ელექტრო სატვირთო მანქანების ახალი თაობისთვის ბატარეებს გამოუშვებდა.
პარტნიორობის შეწყვეტის შემდეგ, კომპანიები აქტივებს გაინაწილებენ. Ford-ი კენტუკის შტატში მდებარე ორი ბატარეის ქარხნის მფლობელი და ოპერატორი გახდება. თავის მხრივ, SK On-ი ტენესის შტატში, BlueOval SK-ის მასშტაბურ კამპუსში მდებარე ქარხნის ოპერირებას განაგრძობს.
Bloomberg-ის ინფორმაციით, SK On-ი აცხადებს, რომ Ford-თან სტრატეგიულ პარტნიორობას შეინარჩუნებს, რომელიც ძირითადად ტენესის ქარხანაზე იქნება ორიენტირებული. TechCrunch-თან საუბარში Ford-ის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ კომპანიისთვის ცნობილია SK-ის განცხადების შესახებ, თუმცა ამ ეტაპზე დამატებითი კომენტარისგან თავს იკავებს.
ეს ერთობლივი საწარმო იმ პერიოდში შეიქმნა, როდესაც ინდუსტრია მილიარდობით დოლარის ინვესტიციას დებდა ელექტრომობილების წარმოების გასაზრდელად. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში ელექტრომობილების გაყიდვები გაიზარდა, მოთხოვნა ინდუსტრიის ამბიციურ პროგნოზებს მაინც ჩამორჩა. გაყიდვების ტემპის შენელებაზე ასევე იმოქმედა ფედერალური საგადასახადო შეღავათების დასრულებამ.
მსგავსი სტატიები

სათვალთვალო სისტემების მწარმოებელი კომპანია Flock პერსონალს ამცირებს: მიზეზი კონფიდენციალურობასთან დაკავშირებული მზარდი პროტესტია
სათვალთვალო კამერების მწარმოებელი Flock პერსონალს 18%-ით ამცირებს. კომპანია მზარდი კრიტიკის წინაშეა მასობრივი თვალთვალისა და უსაფრთხოების ხარვეზების გამო.

Tesla ევროპაში „Full Self-Driving“-ს სახელს უცვლის: სისტემას „Tesla Assisted Driving“ დაერქმევა
Tesla-მ ევროპაში მძღოლის დამხმარე სისტემას სახელი შეუცვალა. გერმანიის ტრანსპორტის სამინისტროსთან კონსულტაციების შემდეგ, სისტემას „Tesla Assisted Driving“ ეწოდა.

Uber და ჩინური Pony.ai ლონდონში რობოტაქსების სერვისის გაშვებას გეგმავენ
Uber-ი და ჩინური Pony.ai ლონდონში რობოტაქსების სერვისს უშვებენ. პროექტი 2026 წლისთვის მსოფლიოს 15 ქალაქში ავტონომიური ტრანსპორტის დანერგვის გლობალური გეგმის ნაწილია.