VW ID.EVERY1-ის ზამთრის ტესტირება წარმატებით დასრულდა. ეს არის Rivian-ისა და Volkswagen Group-ის ერთობლივი საწარმოს ფარგლებში შექმნილი პირველი ავტომობილი, რომელიც აღჭურვილია ელექტრომობილების მწარმოებლის პროგრამული უზრუნველყოფითა და ელექტრონული არქიტექტურით. ტესტირების დასრულება არა მხოლოდ წინგადადგმული ნაბიჯია ავტომობილის მომხმარებლებამდე მისასვლელად, არამედ Volkswagen Group-ის მხრიდან Rivian-ში დამატებითი 1 მილიარდი დოლარის ინვესტიციის განხორციელების საფუძველიც გახდა.აღნიშნული თანხიდან დაახლოებით 750 მილიონი დოლარი კაპიტალის ინვესტიციის სახით განხორციელდება. დარჩენილი 250 მილიონი დოლარი კი, იმის მიხედვით, თუ რომელი პროტოტიპები გადასცა Volkswagen Group-მა Rivian-ს ტესტირებისთვის, ან კაპიტალის ინვესტიცია იქნება, ან კონვერტირებადი ვალის სახეს მიიღებს. კომპანიებს ამ დეტალის შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია ჯერჯერობით არ გაუვრცელებიათ.გერმანულმა ავტოგიგანტმა ერთობლივი საწარმოს ფარგლებში Rivian-ში უკვე 3 მილიარდ დოლარზე მეტი დააბანდა, თუმცა თანამშრომლობა ამით არ სრულდება. ოქტომბრიდან Rivian-ს შეეძლება Volkswagen Group-ისგან 1 მილიარდ დოლარამდე სესხი აიღოს. გარდა ამისა, მას შემდეგ, რაც ერთობლივი ტექნოლოგიით შექმნილი პირველი ავტომობილი გაყიდვაში ჩაეშვება, Rivian კიდევ 460 მილიონი დოლარის კაპიტალის ინვესტიციას მიიღებს. ჯამში, გარიგების ღირებულებამ შესაძლოა 5.8 მილიარდ დოლარს მიაღწიოს.ზამთრის ტესტირების ეტაპის დასრულებისთვის გათვალისწინებული გადახდა Rivian-ის მიერ R2 მოდელის SUV-ის გაყიდვების დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე განხორციელდა. კომპანიის დამფუძნებლისა და აღმასრულებელი დირექტორის, არჯეი სკარინჯის თქმით, R2 „შესაძლოა ყველაზე მნიშვნელოვანი პროდუქტია, რომელიც აქამდე გამოუშვიათ“. Rivian დიდ იმედებს ამყარებს R2-ის წარმოებისა და გაყიდვების სწრაფ ზრდაზე.
ელექტრო ავტომობილები
Rivian-მა Volkswagen-ისგან დამატებით 1 მილიარდი დოლარის ინვესტიცია მიიღო
Volkswagen-მა Rivian-ში დამატებით 1 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განახორციელა, რაც ერთობლივი ელექტრომობილის ზამთრის ტესტირების წარმატებით დასრულებას უკავშირდება.



