Mecka AI-მ, სტარტაპმა, რომელიც ჰუმანოიდი და სხვა ტიპის რობოტების მოსამზადებლად ადამიანის მოძრაობის მონაცემებს აგროვებს და აანალიზებს, B სერიის დაფინანსების რაუნდში 60 მილიონი დოლარის მოზიდვის შესახებ განაცხადა. რაუნდს Sequoia ხელმძღვანელობდა, მასში ასევე მონაწილეობდნენ Nvidia, Microsoft-ის ვენჩურული ფონდი M12 და სხვა ინვესტორები.მანამდე TechCrunch-ი იტყობინებოდა, რომ სტარტაპი ახალ საინვესტიციო რაუნდს 500 მილიონი დოლარის შეფასებით უახლოვდებოდა. 2024 წელს დაფუძნებული კომპანია მიზნად ისახავს რობოტოტექნიკისთვის იმავეს გაკეთებას, რაც Scale AI, Mercor, Surge და მონაცემთა მარკირების სხვა კომპანიებმა დიდი ენობრივი მოდელებისთვის (LLM) გააკეთეს. აღნიშნული კომპანიები სისტემებს ადამიანის მიერ გენერირებული მონაცემებით ამარაგებენ, რაც სწავლის პროცესისთვის აუცილებელია.Mecka AI ადამიანებს უხდის თანხას, რათა მათ ყოველდღიური დავალებების შესრულებისას — მაგალითად, ყავის მომზადების ან ავტომობილის შეკეთებისას — საკუთარი თავი ჩაწერონ. ამ პროცესში მონაწილეები სხეულის სენსორებსა და სმარტფონებს იყენებენ. ეს მიდგომა საშუალებას იძლევა, რობოტებმა ადამიანური მოძრაობები და ქმედებები რეალურ გარემოში აითვისონ.რობოტების მოსამზადებლად რეალური სამყაროს მონაცემებს სხვა სტარტაპებიც აგროვებენ. მათ შორისაა XDOF, რომელიც TechCrunch-ის წინა ცნობებით, B სერიის რაუნდის ფარგლებში 1.2 მილიარდი დოლარის შეფასებაზე აწარმოებდა მოლაპარაკებებს. გარდა ამისა, ადამიანური მონაცემების პლატფორმები, რომლებმაც მუშაობა LLM-ებით დაიწყეს, რობოტოტექნიკის მიმართულებითაც ფართოვდებიან; მათ შორისაა Scale AI და Micro1.
სტარტაპი
რობოტების მონაცემთა სტარტაპმა Mecka AI-მ Sequoia-სგან 60 მილიონი დოლარი მოიზიდა
Mecka AI-მ, რომელიც რობოტების მოსამზადებლად ადამიანის მოძრაობის მონაცემებს აგროვებს, Sequoia-სგან, Nvidia-სა და Microsoft-ისგან 60 მილიონი დოლარის ინვესტიცია მიიღო.



