ტესლამ 243 მილიონი დოლარის ოდენობის ვერდიქტის გასაჩივრების უფლება დაკარგა
სასამართლომ არ დააკმაყოფილა Tesla-ს სარჩელი 243 მილიონი დოლარის ოდენობის ვერდიქტის გაუქმებაზე, რომელიც ავტოპილოტის სისტემასთან დაკავშირებულ ფატალურ ავარიას ეხება.

მოსამართლემ უარყო კომპანია Tesla-ს მოთხოვნა 243 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ვერდიქტის გაუქმების შესახებ. ნაფიც მსაჯულთა გადაწყვეტილებით, ავტომწარმოებელი ნაწილობრივ პასუხისმგებელია ფატალურ ავტოსაგზაო შემთხვევაზე, რომელშიც კომპანიის ავტოპილოტის (Autopilot) სისტემა იყო ჩართული.
მოსამართლე ბეთ ბლუმის გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ არგუმენტები, რომლებსაც Tesla ეყრდნობა, ფაქტობრივად იგივეა, რაც კომპანიამ მანამდე წარადგინა სასამართლო პროცესის მსვლელობისას და რომლებიც უკვე იქნა განხილული და უარყოფილი. მოსამართლემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ Tesla-ს არ წარმოუდგენია დამატებითი მტკიცებულებები ან სამართლებრივი საფუძვლები, რომლებიც სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლას ან ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტის გადახედვას აიძულებდა.
„გარდა ამისა, Tesla არ წარმოადგენს დამატებით არგუმენტებს ან მოქმედ კანონმდებლობას, რომელიც დაარწმუნებდა სასამართლოს, შეეცვალა ადრინდელი გადაწყვეტილებები ან ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტი“, — ვკითხულობთ მოსამართლის განჩინებაში.
გასული წლის აგვისტოში, ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ Tesla-ს 243 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა 2019 წელს ფლორიდაში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო. ავარიის შედეგად დაიღუპა ნაიბელ ბენავიდესი, ხოლო დილონ ანგულომ სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიიღო.
ნაფიცმა მსაჯულებმა ბრალეულობის ორი მესამედი მძღოლს დააკისრეს, ხოლო ერთი მესამედი — Tesla-ს. აღსანიშნავია, რომ სადამსჯელო ზიანის ანაზღაურება (punitive damages) ნაფიცმა მსაჯულებმა მხოლოდ Tesla-ს დააკისრეს. კომპანიის იურისტები გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნისას ამტკიცებდნენ, რომ მომხდარზე სრული პასუხისმგებლობა მძღოლს ეკისრებოდა, რომლის ქმედებებმაც ხელი შეუწყო ავარიის გამოწვევას.
მსგავსი სტატიები

სათვალთვალო სისტემების მწარმოებელი კომპანია Flock პერსონალს ამცირებს: მიზეზი კონფიდენციალურობასთან დაკავშირებული მზარდი პროტესტია
სათვალთვალო კამერების მწარმოებელი Flock პერსონალს 18%-ით ამცირებს. კომპანია მზარდი კრიტიკის წინაშეა მასობრივი თვალთვალისა და უსაფრთხოების ხარვეზების გამო.

Tesla ევროპაში „Full Self-Driving“-ს სახელს უცვლის: სისტემას „Tesla Assisted Driving“ დაერქმევა
Tesla-მ ევროპაში მძღოლის დამხმარე სისტემას სახელი შეუცვალა. გერმანიის ტრანსპორტის სამინისტროსთან კონსულტაციების შემდეგ, სისტემას „Tesla Assisted Driving“ ეწოდა.

Uber და ჩინური Pony.ai ლონდონში რობოტაქსების სერვისის გაშვებას გეგმავენ
Uber-ი და ჩინური Pony.ai ლონდონში რობოტაქსების სერვისს უშვებენ. პროექტი 2026 წლისთვის მსოფლიოს 15 ქალაქში ავტონომიური ტრანსპორტის დანერგვის გლობალური გეგმის ნაწილია.