ფლორიდა და ტეხასი Flock-ის სათვალთვალო კამერების გამოყენებას კრძალავენ: მიზეზი კონფიდენციალურობის დარღვევა და მონაცემთა ბოროტად გამოყენებაა
ფლორიდა და ტეხასი Flock-ის სათვალთვალო კამერების გამოყენებას წყვეტენ. მიზეზი კონფიდენციალურობის დარღვევა, მონაცემთა ბოროტად გამოყენება და უკანონო თვალთვალის შემთხვევებია.

ფლორიდისა და ტეხასის შტატები სათვალთვალო ტექნოლოგიების გიგანტ Flock-თან თანამშრომლობას წყვეტენ. აღნიშნული გადაწყვეტილება კომპანიის მიმართ მზარდ უკმაყოფილებას უკავშირდება, რაც კონფიდენციალურობის დარღვევასა და თვალთვალის სისტემების არამიზნობრივ გამოყენებას ეხება.ფლორიდის ტრანსპორტის დეპარტამენტმა ორშაბათს გამოქვეყნებულ მემორანდუმში აღნიშნა, რომ შტატის ავტომაგისტრალებზე სანომრე ნიშნების ამომცნობი სისტემების, მათ შორის Flock-ის კამერების გამოყენება შეწყდება. უწყება გადაწყვეტილების მიზეზად „ბოროტად გამოყენების შესახებ შემაშფოთებელ ცნობებს, მონაცემთა კონფიდენციალურობასთან დაკავშირებულ პრობლემებსა და სათვალთვალო სქემებს“ ასახელებს. შტატს კამერების დემონტაჟისთვის 30-დღიანი ვადა აქვს. აღნიშნულ გადაწყვეტილებამდე რამდენიმე დღით ადრე, ფლორიდის გუბერნატორმა რონ დესანტისმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სანომრე ნიშნების ამომცნობი ტექნოლოგია „კონტროლიდან გამოვიდა“.ფლორიდამ ტეხასის მაგალითს მიჰბაძა, რომელმაც გასულ კვირას სახელმწიფო უწყებებს Flock-ის კამერების დაფინანსების შეწყვეტა დაავალა. ტეხასის გუბერნატორის, გრეგ ებოტის ოფისმა სათვალთვალო სისტემის ბოროტად გამოყენების ფაქტებზე მიუთითა. მათ შორის ნახსენებია ქალაქ ლუფკინის პოლიციის ოფიცრის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდება, რომელიც 100-მდე მძიმე დანაშაულს მოიცავს. გამოძიების თანახმად, ოფიცერი Flock-ის მონაცემთა ბაზას ადამიანების უნებართვო თვალთვალისთვის იყენებდა. მიუხედავად იმისა, რომ ებოტის ოფისს კონკრეტული უწყებები არ დაუსახელებია, ადგილობრივი მედიის ცნობით, გადაწყვეტილება მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს დალასზე, სადაც ასობით მსგავსი კამერა ფუნქციონირებს.კონფიდენციალურობისა და სამოქალაქო თავისუფლებების ხელყოფის გამო შეშფოთება ორივე პოლიტიკურ ბანაკში იზრდება. ამას საფუძვლად უდევს კიბერუსაფრთხოების პრობლემები, პოლიციელების მიერ ბაზების გამოყენება ყოფილი პარტნიორების სათვალთვალოდ და სიზუსტის პრობლემები, რამაც პოლიციის მხრიდან მოქალაქეების უსაფუძვლო გაჩერება და უკანონო დაკავებები გამოიწვია. ბოლო მონაცემებით, Flock-ის კამერები მხოლოდ სანომრე ნიშნების სკანირებით აღარ შემოიფარგლება და უკვე ადამიანების იდენტიფიცირებასა და თვალთვალზეც მუშაობს.ამჟამად Flock-ს აშშ-ის მასშტაბით დაახლოებით 130,000 სანომრე ნიშნის ამომცნობი მოწყობილობა აქვს დამონტაჟებული. კომპანია არაერთი ადგილობრივი თემის წინააღმდეგობას წააწყდა, სადაც მცხოვრებლები მათ სამეზობლოებში Flock-ის სისტემების არსებობას აპროტესტებენ. რამდენიმე ქალაქმა, მათ შორის ევანსტონმა (ილინოისი), კემბრიჯმა (მასაჩუსეტსი) და იუჯინმა (ორეგონი), განაცხადა, რომ კომპანიასთან კონტრაქტის გაწყვეტის მიუხედავად, Flock-მა კამერები ხელახლა დაამონტაჟა ან გაააქტიურა.TechCrunch დაუკავშირდა Flock-ს კითხვით, აპირებს თუ არა კომპანია ფლორიდასა და ტეხასს კამერების დემონტაჟის უფლება მისცეს, თუ მათ ხელახლა ინსტალაციას ან გააქტიურებას გეგმავს. კომპანიის წარმომადგენელმა კომენტარის მოთხოვნას არ უპასუხა.
მსგავსი სტატიები

სათვალთვალო სისტემების მწარმოებელი კომპანია Flock პერსონალს ამცირებს: მიზეზი კონფიდენციალურობასთან დაკავშირებული მზარდი პროტესტია
სათვალთვალო კამერების მწარმოებელი Flock პერსონალს 18%-ით ამცირებს. კომპანია მზარდი კრიტიკის წინაშეა მასობრივი თვალთვალისა და უსაფრთხოების ხარვეზების გამო.

Tesla ევროპაში „Full Self-Driving“-ს სახელს უცვლის: სისტემას „Tesla Assisted Driving“ დაერქმევა
Tesla-მ ევროპაში მძღოლის დამხმარე სისტემას სახელი შეუცვალა. გერმანიის ტრანსპორტის სამინისტროსთან კონსულტაციების შემდეგ, სისტემას „Tesla Assisted Driving“ ეწოდა.

Uber და ჩინური Pony.ai ლონდონში რობოტაქსების სერვისის გაშვებას გეგმავენ
Uber-ი და ჩინური Pony.ai ლონდონში რობოტაქსების სერვისს უშვებენ. პროექტი 2026 წლისთვის მსოფლიოს 15 ქალაქში ავტონომიური ტრანსპორტის დანერგვის გლობალური გეგმის ნაწილია.