გავრცელებული ინფორმაციით, კომპანია Tesla ჩინეთში საკუთარი ბიზნესის სრულად გამოყოფის შესაძლებლობას განიხილავს. The Wall Street Journal-ის ცნობით, ეს ნაბიჯი SpaceX-თან სამომავლო შერწყმის პროცესის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.გამოცემა იტყობინება, რომ Tesla-ს ზოგიერთ ხელმძღვანელ პირს უკვე დაევალა ჩინეთის ბიზნესის გამოყოფისთვის მომზადება. ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით, პროცესი შეიძლება მოიცავდეს ბიზნესის დამოუკიდებელ კომპანიად ჩამოყალიბებას (spinoff), გაყიდვას ან სრულ დახურვას.აღნიშნული ცვლილების განხორციელება საკმაოდ სწრაფად არის შესაძლებელი, რადგან კომპანიის აღმასრულებელ დირექტორს, ილონ მასკს, ხელმძღვანელებისთვის მსგავსი გეგმის მომზადება მანამდეც ჰქონდა დავალებული. ეს დავალება უკავშირდებოდა პოტენციურ სცენარს, თუ პეკინი ტაივანში შეიჭრებოდა.Tesla-ს გლობალური ოპერაციებიდან ჩინეთის ბიზნესის გამოყოფამ შესაძლოა გაამარტივოს კომპანიის ინტეგრაცია SpaceX-თან. SpaceX წარმოადგენს თავდაცვის სფეროს კონტრაქტორს, რომელიც ვალდებულია დაიცვას მკაცრი რეგულაციები მოქალაქეობასთან და ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.ამ გადაწყვეტილების მიღება კომპანიისთვის მნიშვნელოვანი დათმობა იქნება. ჩინეთი Tesla-ს ბიზნესში დომინანტურ როლს ასრულებს — ის არა მხოლოდ ავტომობილების გასაღების უმსხვილესი ბაზარია, არამედ წარმოების მთავარი ჰაბიც, რომელიც აზიისა და ევროპის რეგიონებს ამარაგებს.
ტრანსპორტი
Tesla-მ შესაძლოა ჩინეთის ბიზნესი გაყიდოს SpaceX-თან მოსალოდნელი შერწყმის გამო
გავრცელებული ინფორმაციით, Tesla განიხილავს ჩინეთის ბიზნესის გაყიდვას ან გამოყოფას, რათა ხელი შეუწყოს SpaceX-თან დაგეგმილ შერწყმას და თავდაცვის სფეროს მკაცრი რეგულაციები დააკმაყოფილოს.



