კომპანია Waymo-მ ჰარი რიდის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრების გადაყვანა დაიწყო. სერვისი ხელმისაწვდომია როგორც აეროპორტის მიმართულებით, ისე იქიდან ქალაქისკენ მგზავრობის მსურველებისთვის. კომპანიის ოთხშაბათის განცხადების თანახმად, მგზავრების აყვანა და ჩამოსმა ხორციელდება სპეციალურად გამოყოფილ „ავტონომიური ტრანსპორტის ზონებში“, რომლებიც პირველ და მესამე ტერმინალებზეა განთავსებული.ეს უკვე მეექვსე მსხვილი აეროპორტია, რომელსაც Waymo ემსახურება. კომპანია უკვე სთავაზობს მგზავრობას ფენიქსის სკაი ჰარბორის, ნეშვილის, სან-ანტონიოს, სან-ფრანცისკოსა და სან-ხოსეს საერთაშორისო აეროპორტებში. ლას-ვეგასში Waymo-მ საჯარო მომსახურება სულ რაღაც სექტემბერში დაიწყო, თუმცა ამ მოკლე დროში უკვე ქალაქის 24 კვადრატული მილის ფართობს ფარავს.აეროპორტის მიმართულებით მგზავრობა თავდაპირველად მომხმარებელთა მხოლოდ მცირე ჯგუფისთვის იქნება ხელმისაწვდომი, სანამ სერვისი ყველა მსურველისთვის სრულად გაიხსნება. აღსანიშნავია, რომ ლას-ვეგასის აეროპორტში მგზავრებს უკვე ემსახურება Amazon-ის მფლობელობაში არსებული კომპანია Zoox-იც.„ცოდვის ქალაქში“ რობოტაქსების რაოდენობის კიდევ უფრო მეტად ზრდაა მოსალოდნელი. აგვისტოში შტატის მარეგულირებლებმა დაამტკიცეს ნებართვები, რომლებიც Tesla-სა და Uber-ს საშუალებას მისცემს, მომავალ წელს ქალაქის ქუჩებში ათასობით ავტონომიური ავტომობილი გამოიყვანონ.
ტრანსპორტი
Waymo-მ ლას-ვეგასის აეროპორტში ავტონომიური მგზავრობის სერვისი გაუშვა
Waymo-ს რობოტაქსები უკვე ლას-ვეგასის აეროპორტშიც გამოჩნდა. კომპანიამ ჰარი რიდის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრების გადაყვანა დაიწყო, რაც მისი მეექვსე მსხვილი საავიაციო ჰაბია.



